გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
Saving other people.  The   great race of mercy  
საგანი
ინგლისური ენა
პედაგოგი
ნათია სამაშვილი
კლასი /საფეხური
VI    / დაწყებითი
მოსწავლეთა რაოდენობა
15
გაკვეთილის მიზანი
·         კითხვა ( ტექსტის მიმოხილვა), ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
შედეგი
·         შეძლებენ ტექსტის კითხვას            
·         შეძლებენ კითხვებზე პასუხის გაცემას
·          შეძლებენ გამოიყენონ ახალი სიტყვები და შეადგინონ წინადადებები .                            
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეებს ნანახი ჰქონდათ მულტფილმი “BOLTO”
საკლასო მენეჯმენტი
·         საორგანიზაციო საკითხები---3 წუთი
·         ვიდეო ჩვენება თემის შესახებ----3 წუთი
·         მასწავლებელი სვამს კითხვებს --(1.Have      you ever been To a cold , snowy place?  ,2.  Do you know other work that dogs do?) --2 წუთი
·         მასწავლებელი აჩვენებს პლაკატს   საუბრობს  პლაკატის   შესახებ  სვამს კითხვებს -(1.Where did  the event take place? Who are people traveling with dogs?)                                მოსწავლეები პასუხობენ--3 წუთი
·         მასწავლებელი ჩართავს მოსასმენს მოსწავლეები უსმენენ  ახალ ტექსტს   ორჯერ თან ინიშნავენ უცხო სიტყვებს--4 წუთი
·         მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ გამზადებულ უცხო სიტყვებს სლაიდზე. მოსწავლეები იწერენ რვეულში--3 წუთი
·         მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 3 დიფერენცირებულ ჯგუფად თითოეულ ჯგუფს აქვს ნომერი და არის   5 მოსწავლე . ურიგებს მათ წინასწარ გამზადებულ ფურცლებს რომელზეც დახაზულია სიტყვის პირამიდა აჩვენებს სლაიდზე   ამ აქტივობის მაგალითს  მოსწავლეები მაგალითის საშუალებით ასრულებენ დავალებას ჯგუფებში                                მასწავლებელი აკვირდება  მათ ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობას და  თავისთვის ინიშნავს   შეფასებას მა თუ იმ    მოსწავლეზე--4წუთი
·         მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას ჯგუფიდან ერთი მოსწავლე  გამოდის მაგნიტურ დაფასთან,  წაიკითხავს დავალებას და მიაკრავს დაფაზე--2წუთი
·         მასწავლებელი სლაიდზე აჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ გამზადებულ (დიფერენცირებულ )კითხვებს ახალი ტექსტიდან  კითხვებს მითითებული აქვს ჯგუფის ნომერი თითოეულმა ჯგუფმა იცის რომელი კითხვები ეკუთვნის მის ჯგუფს მოსწავლეები წერენ პასუხებს ფურცლებზე--3წუთი
·         მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას  სამივე ჯგუფიდან.  ხმამაღლა   კითხულობენ პასუხებს და მიაკრავენ მაგნიტურ დაფაზე მასწავლებელი უსმენს და სიტყვიერ შეფასებას აძლევს მათ--3წუთი
·         მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს წინასწარ გამზადებულ ფურცლებს რომელზეც მოცემულია დავალება „გმირის რუკა“ აძლევს ინსტრუქციას ამ დავალების შესასრულებლად და აჩვენებს სლაიდზე დავალების ნიმუშს მოსწავლეები ასრულებენ დავალებას ახასიათებენ მოცემულ გმირს,  მოჰყავთ მაგალითი ტექსტიდან    მასწავლებელი აკვირდება მათ ჩართულობას ჯგუფური მუშაობისას ---3 წუთი
·         მოსწავლეები ჯგუფებიდან ხმამაღლა კითხულობენ შესრულებულ დავალებას  ,ახასიათებენ მითითებულ გმირს ტექსტიდან, მასწავლებელი აძლევს სიტყვიერ შეფასებას --3წუთი
·         მასწავლებელი სლაიდზე აჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ გამზადებულ შემაჯამებელ დავალებას  3  რამ რაც დამამახსოვრდა,2 რამ რასაც შევცვლიდი,1  რამ რაზეც მეტი მინდა გავიგო .აძლევს ინსტრუქციას დავალების შესასრულებლად მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად---4წუთი
·         მოსწავლეები კითხულობენ ინდივიდუალურად შესრულებულ დავალებას მასწავლებელი სიტყვიერად აფასებს მათ---3წუთი
·         მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებებს და განუმარტავს თუ როგორ უნდა შეასრულონ, ამოწმებს გაიგეს თუ არა მიცემული დავალება--2 წუთი.


                                                                                     
რესურსები
·         პროექტორი, კომპიუტერი , მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ფურცლები, ფერადი ფურცლები, cd player, დისკი, მოსწავლის წიგნი ,მარკერი, ფერადი ფანქრები
შეფასება
·         განმსაზღვრელი

No comments:

Post a Comment